Accentnews.ge
ეზუგბაია განმარტავს, რა სიმპტომები აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომელთაც შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ

ეზუგბაია განმარტავს, რა სიმპტომები აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომელთაც შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ

22/04/2020 06:42:44 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძვანელი მარინა ეზუგბაია განმარტავს, ძირითად შემთხვევებში რა სიმპტომები აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომელთაც შემდეგ ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდათ.

"უმეტეს შემთხვევაში აქვთ ცხელება – 37,1–დან 37,5–მდე, იშვიათად, უფრო მაღალი; შეიძლება ჰქონდეთ ხველა, ან ორივე ერთად, ან შეიძლება, იყოს გამოვლენილი სისტემური, ანთების მაჩვენებელი სიმპტომები: სახსრების, კუნთების ტკივილი ან შეიძლება, სხვა კიდევ რამდენიმე სიმპტომი. არის დიარეაც, არის თავის თკივილიც, მაგრამ ეს არაა კანონზომიერი",– განუცხადა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში 411 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 98 გამოჯანმრთელდა, ოთხი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S