Accentnews.ge
საქართველოში არის პაციენტი, რომელიც 45 დღეზე მეტია, ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული

საქართველოში არის პაციენტი, რომელიც 45 დღეზე მეტია, ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული

21/04/2020 19:07:10 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, "საქართველოში პირველი 5 ინფიცირებულიდან ერთ–ერთი დღემდე კვლავ დადებითია".

"ჩვენ გვყავს პაციენტი, რომელიც ერთ–ერთი პირველი პაციენტი იყო, რომელიც დღემდე დადებითია. იგი პირველი 5 ინფიცირებულიდან ერთ–ერთია და იგი დღემდე დადებითია. იყო პერიოდი, როდესაც მას თითქმის გაუქრა ვირუსი. მკურნალობის პროცესის გახანგრძლივება აქ არ არის მიზეზი, ეს არის ამ დაავადების ვერაგობა. ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია, მას არც მძიმე ფორმა არ ჰქონდა ამ ვირუსის. საშუალო სიმძიმის იყო მისი მიმდინარეობა, მაგრამ დღემდე იგი დადებითია", – განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში.

ცნობისთვის: საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 5 მარტს ქვეყანაში უკვე 9 ინფიცირების შემთხვევა იყო. პირველი ხუთი პაციენტი 5 მარტამდე პერიოდშია გამოვლენილი. იმნაძის ზემოთხსენებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ერთ–ერთი პაციენტი 45 დღეზე მეტია, ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 97 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S