"საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტია, რომელიც სახლში მკურნალობს"
21/04/2020 18:32:33 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტია, რომელიც სახლში მკურნალობს.
მისივე თქმით, პაციენტი ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც ვირუსი უკვე გადატანილი აქვს.
"ჩვენ გვყავს ასეთი ადამინი, ერთი, რომელიც სახლში მკურნალობს. ჩვენ ეს, აქამდე არ გვითქვამს. ის, შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელცა უკვე გადაიტანა კორონავირუსი", - განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 97 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


