ქუთაისში კორონავირუსისგან სიმსივნური დაავადების მქონე 73 წლის პაციენტი განიკურნა
21/04/2020 17:41:23 საზოგადოება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსისგან სიმსივნური დაავადების მქონე 73 წლის პაციენტი განიკურნა.
კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოდან ხვალ გაეწერება.
მისივე თქმით, ამჟამად კლინიკაში 23 ინფიცირებულია.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 97 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


