Accentnews.ge
თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21/04/2020 17:17:40 საზოგადოება

თბილისის ანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

„ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ერთად დავამარცხებთ პანდემიას“, – ამ მესიჯს საქართველო სომხეთს უგზავნის.

საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აზერბაიჯანისა და გერმანიის დროშების ფერებში გაანათა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S