Accentnews.ge
„საქართველო სულაც არ არის კონცენტრირებული მხოლოდ „პლაქველინზე“

„საქართველო სულაც არ არის კონცენტრირებული მხოლოდ „პლაქველინზე“

21/04/2020 13:36:20 საზოგადოება

ინფექციული საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „პლაქველინი“ არ არის საუკეთესო პრეპარატი, თუმცა არსებულ მოცემულობაში – კორონავირუსის წინააღმდეგ არსებული მედიკამენტების ასორტიმენტში ერთ–ერთი საუკეთესოა.

„საქართველოში 408 ავადმყოფიდან 11–ს დასჭირდა მართვითი სუნთქვა. ვფიქრობ, დაავადების ასეთი განვითარება, როდესაც მართვითი სუნთვის საჭიროებამდე არ მიგვგვყავდა ასაკიანებიც კი, ერთ–ერთი დამსახურება „პლაქველინის“ არის.

გარდა ამისა, საქართველო სულაც არ არის კონცენტრირებული მხოლოდ „პლაქველინზე“. თქვენ მალე გაიგებთ (პრესკონფერენციებს ჩავატარებთ), რომ დიდი წარმატებით გამოვიყენეთ პრეპარატი „ტოცინიზუმაბი“. ეს ძალიან ძლიერმოქმედი მედიკამენტია და განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება. ასევე სისტემატურად ვართ ყველა სიახლის საქმის კურსში და ვცდილობთ, საქართველოში ერთ–ერთმა პირველებმა დავნერგოთ ნებისმიერი ინოვაცია, რომელიც გამოჩნდება – იქნება ეს ახალი მედიკამენტი თუ მკურნალობის ახალი მეთოდი. იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ კოვიდისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმის გადასხმაზე, როგორც სამკურნალო საშუალებაზე. ჩვენ სულაც არ გაგვიჭირდება, თუ რმელიმე მედიკამენტი გამოჩმდება, უარი ვთქვათ „პლაქველინზე“,– განაცხადა ცერცვაძემ საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლის კრტიკასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს „პლაქვენილს“ უსიმპტომო, ჯანმრთელ პაციენტებზე და საპროფილაქტიკოდ იყენებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S