Accentnews.ge
„დავრჩეთ სახლში“ ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს“

„დავრჩეთ სახლში“ ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს“

21/04/2020 13:17:59 საზოგადოება

„დავრჩეთ სახლში“ ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს“, - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„შიდა გავრცელებიდან დაწყებული უკვე 6– და 8 კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ პერიოდად. დღეს ჩვენ შევედით მე–5 კვირაში, ამიტომ აპრილის ბოლო კვირას და მაისის პირველ რამდენიმე კვირას მოსალოდნელია, რომ იყოს შემთხვევების ზრდა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ უმორჩილესად, რომ მთავრი სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს. რადგან , როდესაც პიკს გადავივლით არსებობს გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა თანდათანობით ამ მდგომარეობიდან. იგივე დაიწყო გერმანიამ, ავსტრიამ, ნორვეგიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ. ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. მერწმუნეთ, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. აქამდე ყველა ის ღონისძიება, რაც ქვეყანამ გაატარა, ძალიან დროული, მიზანდასახული იყო და იძლეოდა შედეგს. შედეგი კი ის გახლავთ, რომ დღეს 408 შემთხვევაა დაფიქსირებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ტესტირება ნელ–ნელა გაფართოვდება:

„თანადათაობით ფართოვდება პისიარ–ზე დამყარებული ტესტები: საკმაო მარაგია ქვეყანაში, რომ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ შემთხვევები.

საკმაოდ დიდი კლასტერები გამოვიკვლიეთ ქობულეთსი, ბოლნისში...როდესაც 300 ადამიანს იკვლევ და 0 გაქვს შემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ რაც ჩვენ განვახორციელეთ, შედეგს გვაძლევს. მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქს. შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ არ გვინდა, ეს ზრდა ყოველდღიურად რამოდენიმე ათეული, ასეული იყოს, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად შეიძლება, იქცეს ჯანდაცვის სისტემისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S