Accentnews.ge
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – „საქართველოში მედია პლურალისტული, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია“

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – „საქართველოში მედია პლურალისტული, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია“

21/04/2020 11:31:27 საზოგადოება

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2020 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზეა.

„საქართველოში მედია პლურალისტული, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია. რეფორმებმა, რომლებიც ბოლო წლებში გატარდა, მედიამფლობელების გამჭვირვალობის ხარისხი და თანამგზვარული ტელევიზიის პლურალიზმი გააუმჯობესა, თუმცა მედიაკომპანიების მფლობელები ჯერ კიდევ ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2020 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში ნორვეგია ლიდერობს, მეორე პოზიციაზეა ფინეთი, ხოლო მესამეზე დანიაა.

შეგახსენებთ, რომ ანგაიშში ქვეყანა გასულ წელსაც მე–60 ადგილს იკავებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S