Accentnews.ge
ეზუგბაია – ლიტურგიაზე დამსწრე პირებისადმი მოწოდებაზე: "მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ"

ეზუგბაია – ლიტურგიაზე დამსწრე პირებისადმი მოწოდებაზე: "მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ"

21/04/2020 07:16:55 საზოგადოება

ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ფიქრობს, რომ მოსახლეობა ჯგუფებად არ უნდა დაიყოს და თვითიზლაციაში უნდა გადავიდეს ყველა ის პირი, ვინც ფიქრობს, რომ კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა შეხება.

"მარტო ამ სეგმენტზე [სააღდგომო ლიტურგიაზე მყოფი პირები] ნუ ვლაპარაკობთ. მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის "გაზაფხულს". ზოგადად უნდა ვილაპარაკოთ – თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ მას კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა. ეს ვრცელდება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე და არა რომელიღაც სეგმენტზე",– განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად საგაგებო მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდებისა, საქართველოში სააღდგომო ლიტურგია მრევლის მონაწილეობით ჩატარდა. ინფექციონისტები მრევლს და სასულიერო პირებს მოუწოდებენ, რომ ორი კვირით თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

საქართველოში კორონავირუსის პიკს აპრილის ბოლოსთვის პროგნოზირებენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 408 -მდე გაიზარდა – ბოლო სამი დღის განმავლობაში დაფიქსირდა 25 ახალი შემთხვევა. მათგან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 – გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S