Accentnews.ge
ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

21/04/2020 06:57:43 საზოგადოება

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რაოდენობა 520-მდე გაიზარდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს დამატებით ქობულეთში მცხოვრებ 100-მდე ადამიანს გამოიკვლევენ.

„გუშინ გადმოიგზავნა ქობულეთიდან 50 პირის ანალიზი, დღის განმავლობაში დაგვემატება დაახლოებით ამდენივე, პასუხების ნაწილი დღეს გახდება ცნობილი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებულ "კლასტერებს" შორის "ქობულეთის კლასტერი" ყველაზე მსხვილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S