Accentnews.ge
პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა

პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა

20/04/2020 15:49:36 საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამღვდელოებამ მცხეთა-თბილისსა და რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა. სასაფლაოები იკურთხა ეპარქიებშიც.

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. ტაძრებში, საღმრთო ლიტურგიაზე მიცვალებულთა სულები მოიხსენიეს და პანაშვიდი გადაიხადეს.

წელს კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური სასაფლაოები ათი დღით დაიკეტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S