საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 400–ს გადასცდა
20/04/2020 15:28:17 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 402-მდე გაიზარდა. ინფომრაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე განახლდა. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 4 მოქალაქე
კარანტინის რეჟიმში 4782 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.


