Accentnews.ge
კარანტინში მყოფი 50–მდე ადამიანი საკვებით მოიწამლა

კარანტინში მყოფი 50–მდე ადამიანი საკვებით მოიწამლა

20/04/2020 15:09:58 საზოგადოება

ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო ზონაში 50–მდე ადამიანი საკვებით მოიწამლა. ფაქტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა.

როგორც ნიჟარაძე ამბობს, მოწამლულთაგან ორის მდგომარეობა საყურადღებო იყო და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა დახმარების აღმოჩენის შემდეგ კვლავ კარანტინში დაბრუნდნენ. დანარჩენების მდგომარეობა კი მსუბუქი აღმოჩნდა.

"შემთხვევას სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ყველა მოწამლული პირი საკარანტინო პერიოდს ასრულებდა, ნაწილმა დღეს, 20 აპრილს დატოვა კარანტინი, ნაწილი კი ხვალ დატოვებს.

საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 93, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სამს შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S