Accentnews.ge
"ადამიანები თავშეყრას აგრძელებენ...შედეგს ორი კვირის განმავლობაში ვნახავთ"

"ადამიანები თავშეყრას აგრძელებენ...შედეგს ორი კვირის განმავლობაში ვნახავთ"

20/04/2020 14:48:22 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის ანა კასრაძის განცხადებით, მართალია, ბოლო დღეების განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მცირე რაოდენობით ფიქსირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება.

„კვლავ ველოდებით შემთხვევების მატებას. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღესასწაული იყო, რამაც ადამიანებს შეკრების მიზეზი მისცათ. ვხედავთ, რომ თავშეყრას აგრძელებენ...შედეგს ორი კვირის განმავლობაში ვნახავთ. ვფიქრობთ, რომ შემთხვევების მატება იქნება. შეიძლება იყოს 30 და მეტი შემთხვევაც.

ჩვენ უკვე გრაფიკზე ვხედავთ, რომ გვაქვს შემთხვევების მატება. გუშინდელ და გუშინწინდელ დღეს არ ვგულისმხობ, და მოლოდინია, რომ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ჩვენ შესაძლოა, შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა გვქონდეს, რამაც შესაძლოა, პიკზე მიუთითოს“ , – განაცხადა ანა კასრაძემ.

მისივე თქმით, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში ეპიდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული:

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსი 399 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S