მუხრანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაციას მიმდინარეობს
20/04/2020 13:59:55 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია თბილისში, მუხრანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ტერიტორიაზე გაზის მილი დაზიანდა, დაფიქსირდა ბუნებრივი აირის ძლიერი გაჟონვა. თავად მილის დაზიანება კი მანქანის შეჯახებამ გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დროულად მოახერხეს მილის გადაკეტვა, თუმცა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, იქ მცხოვრებთა ევაკუაცია გადაწყდა.
რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, იგი ადგილიდან მიიმალა და მის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.
ცნობისთვის: 21 აპრილის ჩათვლით საქართველოში ავტომანქანებით გადაადგილება, გარდა რიგი გამონაკლისებისა, აკრძალულია.
განახლება
თბილისში, მუხრანის ქუჩის მცხოვრებლები, რომლებიც გაზის მილის დაზიანების გამო დროებით საცხოვრებელი სახლისგან მოშორებით იყვნენ, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ.
როგორც შსს–ში აცხადებენ, ადგილზე გაზი მალევე გადაიკეტა, ჰაერიც გაიწმინდა და ის მოქალაქეებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.


