ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი აღარ იმყოფება
20/04/2020 13:51:35 საზოგადოება
ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი აღარ იმყოფება.
"ზუგდიდში 2 პაციენტი მკურნალობდა, ორივე გამოჯანმრთელდა და ამ წუთში ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი აღარ იმყოფება. თვითიზოლაციაში რჩება 45 ადამიანია“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ "მაესტროს" ეთერში.
მისივე თქმით, რეგიონში ვითარება სტაბილურია.
„ზუგდიდში ვითარება სტაბილურია, მანქანების აკრძალვამ კარგი შედეგი გამოიღო, 2 დღეა პოლიცია თავდაცვის ძალებთან ერთად სასაფლაოებზე მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებს. ადგილობრივი მოსახლეობა შეზღუდვას გაგებით მოეკიდა და ქალაქში მოქალაქეების გადაადგილება თითქმის არ შეიმჩნეოდა. მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მთელი ზუგდიდის მოსახლეობას მადლობას ვუხდი“, - აღნიშნა მერმა „მაესტროს“ ეთერში.
საქართველოში კორონავირუსი 399 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.


