იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი პირბადეებს კერავს და ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ ურიგებს
20/04/2020 12:06:43 საზოგადოება
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი პირბადეებს კერავს და ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ ურიგებს.
ხატია ასიტაშვილი ბოლზანოს პროვინციაში, ტესიმოში ცხოვრობს. იტალიაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის დროს მიხვდა, რისი საჭიროება იყო ყველაზე მეტად რეგიონში და საკუთარი ხელით პირბადეების შეკერვა დაიწყო. დიზაინიც თავად მოიფიქრა და უსაფრთხოების ყველა წესი გაითვალისწინა. ხატია პირბადეებს ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ ურიგებს.
„ხვალ მივდივარ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, რათა პირბადეები გადაცვე. მე ხშირად არ მიწევს გასვლა მაგრამ, ვისაც უწევს მას ვატან. გუშინაც 50 გავატანე. საკმაოდ ბევრი დავარიგე უკვე“, – აცხადებს ხატია ასიტაშვილი.
ცნობისთვის: ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მსოფლიოში პირბადეების დეფიციტია. დაავადებით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ–სა და იტალიაშია გარდაცვლილი. ბოლო მონაცემებით, იტალიაში Covid-19-მა 23 660 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 178 972, გამოჯანმრთელებულია 47 055.



