"რა როლი ითამაშა შეზღუდვების შეუსრულებლობამ ამას ჩვენ 7-10 დღის შემდეგ დავინახავთ"
19/04/2020 15:01:43 საზოგადოება
"რა როლი ითამაშა შეზღუდვების შეუსრულებლობამ ამას ჩვენ 7-10 დღის შემდეგ დავინახავთ", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს იმიტომ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა იქნება და რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რომლებიც განხორციელდა და ასევე, რომლებიც სამწუხაოდ, არ განხორციელდა ზოგიერთ შემთხვევაში, ამას ჩვენ დავინახავთ 7-10 დღის შემდგომ", – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიხურა. რიგ ტაძრებში ლიტურგია ყოველგვარი წესის დარღვევით ჩატარდა, სადაც ხალხმრავლობის გარდა, არც დისტანცია იყო დაცული და არც პირბადე ეკეთათ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 86 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


