ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა
19/04/2020 12:20:53 საზოგადოება
ბოლნისში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 54-მდე გაიზარდა. დაავადება დღეს კიდევ სამ პირს დაუდასტურდა.
ინფიცირებულთა ზრდის გამო, უკვე მესამე დღეა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში გამკაცრებული ზომები მოქმედებს.
დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი ქალაქის შესასვლელთან, სოფელ რაჭისუბანთან, დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებში. ამ დასახლებებში შესვლა მკაცრად შეზღუდულია. მანამდე კი ზომები გამკაცრდა სოფელ სავანეთსა და ქვემო ბოლნისში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 86 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


