სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარია
19/04/2020 10:42:23 საზოგადოება
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ შესულა და ადგილზე საოფისე ინვენტარი იწვის.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.


