იმერეთისა და სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებების 30 საეჭვო პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
19/04/2020 07:47:07 საზოგადოება
ქუთაისის ლაბორატორიამ იმერეთისა და სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებებიდან 30 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია, -ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 265 მოქალაქე იმყოფება.
შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით ამჟამად კორონავირუსის 388 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 86 გამოჯანმრთელდა.


