BBC – აღდგომის დღესასწაულის აღნიშნვაზე: „რატომ არის საქართველო განსხვავებული?"
19/04/2020 06:29:50 საზოგადოება
BBC მსოფლიოს მასშტაბით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშნვაზე წერს და ამ კონტაქეტსში სტატიაში საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, BBC აღნიშნავს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ადამიანებს მოუწოდეს, ღვთისმსახურებებს არ დასწრებოდნენ, თუმცა საქართველოში მრევლს ეკლესიებში მისვლის საშუალება მაინც აქვთ.
„რატომ არის საქართველო განსხვავებული? კომენდანტის საათის მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძარმა მრევლი მიიღო. ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა კი ხალხს მოუწოდეს, თავიანთი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მეცნიერებას დაუჯერონ,“ - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებზეა ყურადღება გამახვილებული ა იმაზეც, რომ სასულიერო პირები ზიარებას კვლავ საერთო კოვზის გამოყენებით ატარებენ.
„ბევრი ქართველი კითხულობს, რატომ დაუშვა მთავრობამ გამონაკლისი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. კრიზისის დაწყებიან დღემდე ათასობით ადამიანი აგრძელებს ტაძრებში თავისუფლად სიარულს. ეკლესია უარს ამბობს, საკუთარი ჩვეულებები შეცვალოს. მღვდლები ზიარების ჩატარებას საერთო კოვზის გამოყენებით განაგრძობენ,“- ვკითხულობთ სტატიაში.
BBC ხაზს უსვამს, რომ საქართველოში კოორნავირუსი ორ სასულიერო პირს დაუდასტურდა, თუმცა, ამის მიუხედავად სააღდგომო ღვთისმახურება მაინც ჩატარდა.


