საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა
18/04/2020 18:49:02 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 70 წელს გადაცილებული პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ გადიოდა მკურნალობას და მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. როგორც „მედალფაში“აცხადებენ, იგი ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებოდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 86 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვის წესი რამდენიმე კვირის წინ შეიმუშავა. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებულების თანახმად:
- კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;
- ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;
- სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია;
- საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება;


