საპატრიარქო: "ილია მეორის კურთხევაა, ღამის 12 საათიდან აღდგომას ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ"
18/04/2020 16:56:53 საზოგადოება
პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. გილოცავთ ცეცხლის გარდამოსვლას, ქრისტე აღდგა!"- ნათქვამია საპატრიარქოს მიმართვაში.


