Accentnews.ge
მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ, დაიმორჩილეთ — მღვდელი მრევლს ჟურნალისტზე ძალადობისკენ მოუწოდებს (VIDEO)

მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ, დაიმორჩილეთ — მღვდელი მრევლს ჟურნალისტზე ძალადობისკენ მოუწოდებს (VIDEO)

18/04/2020 15:30:19 საზოგადოება

ქუთაისის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ მრევლს ამბიონიდან “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ირაკლი ვაჩიბერიძის გაკოჭვისკენ და პოლიციის გამოძახებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

“ესეთი თავხედობა ჩვენს ეკლესიაში არ დავუშვათ. პირდაპირ ლოცვა-კურთხევას გაძლევთ, შენ ვიდეოს შეაბრუნებ, დედაკაცები რომელიმე, პირდაპირ სამმა-ოთხმა დაურეკეთ პატრულს, რომ ეკლესიაში შემოვიდა ტელეგადამღებები და ასე თავხედობენ, გვიშლიან ხელს წირვაზე. ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ. არ დაგემორჩილებათ? დაიმორჩილეთ. პირდაპირ ლოცვა-კურთხევას გაძლევთ… ხელის დარტყმა არა, გაკოჭეთ. სამი-ოთხი კაცი კი არა, ათ კაცს გაკოჭავთ იმნაირი ტურები ხართ. ასე ეკუთვნოდა და ჩავაბაროთ პატრულს”, – ამბობს დეკანოზი ილია კარკაძე “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ვაჩიბერიძის თქმით დეკანოზის გაღიზიანება გამოიწვია 7 აპრილს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაკეთებულმა სიუჟეტმა, რომლის მომზადების დროსაც ჟურნალისტი სხვადასხვა ტაძარს სტუმრობდა სიტუაციის აღწერის მიზნით და იმის გასარკვევად თუ როგორ ყიდნენ ბზებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S