მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
18/04/2020 10:51:06 საზოგადოება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
პანდემიის გამო წელს იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრნენ და ისინიც შეზღუდული რაოდენობით.
რაც შეეხება წმინდა ცეცხლს, მას სხვადასხვა ქვეყანაში სპეცრეისებით წაიღებენ, თუმცა თვითმფრინავში მყოფ პირებს ბორტის დატოვების უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ადგილზე მიაწოდებენ.
საქართველოში წმინდა ცეცხლს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ.


