იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელიან ( LIVE)
18/04/2020 09:33:08 საზოგადოება
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელიან.
მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო ისრაელმა 25 მარტიდან აღდგომის ტაძარი დაკეტა. იგი 18 აპრილს წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალის გამართვის გამო გაიხსნა. თუმცა დღეს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მომლოცველები ვერ დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების 15 წარმომადგენელი დაიშვება.
რაც შეეხება წმინდა ცეცხლს, მას სხვადასხვა ქვეყანაში სპეცრეისებით წაიღებენ, თუმცა თვითმფრინავში მყოფ პირებს ბორტის დატოვების უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ადგილზე მიაწოდებენ.


