Accentnews.ge
CNN: "თუ აღდგომას ტაძრებში ზღვა ხალხი იქნება, საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატება შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს"

CNN: "თუ აღდგომას ტაძრებში ზღვა ხალხი იქნება, საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატება შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს"

18/04/2020 08:12:48 საზოგადოება

CNN აქვეყნებს სტატიას სათაურით, “საქართველოს დაუმორჩილებელი ეკლესია იზოლაციის მიუხედავად აღდგომას მრევლს უმასპინძლებს“, რომელშიც საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიერ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გაატარებულ ღონისძიებებზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე და აღნიშნულია, რომ ქართული მართლმადიდებელიი ეკლესია მათ მოწოდებას "დიდწილად არ ემორჩილება".

"ერთი შეხედვით, საქართველომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ახლა მას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. კვირას მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს და გავლენიანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დიდ საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს, რაც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს. [...] ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირების მოწოდებას დიდწილად არ ემორჩილება. ეკლესიები ქვეყნის მასშტაბით ღია რჩება და ცერემონიების ჩატარებას განაგრძობენ. ექსპერტების თქმით, ამ ქმედებამ შესაძლოა, ქვეყანა დაღუპოს. [...] შესაბამისად, აღდგომის დღესასწაული ქვეყნისთვის მთავარ რისკს წარმოადგენს. თუ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებების მიუხედავად, სააღდგომო დღესასწაულზე ტაძრებში ზღვა ხალხი იქნება, საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს", – წერს CNN.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S