საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 385 –მდე გაიზარდა
18/04/2020 06:33:14 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 385 –მდე გაიზარდა. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5053 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 527 პირი.
ინფორმაციისთვის, 370 ადამიანიდან 84 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


