საქართველოში მიწისძვრა მოხდა
17/04/2020 17:58:05 საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ახმეტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 55 კილომეტრში დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდას შეადგენდა.
ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.


