Accentnews.ge
მეუფე იაკობი: „ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?!“

მეუფე იაკობი: „ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?!“

17/04/2020 13:10:06 საზოგადოება

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მთავრობის მიერ მიღებული უკანასკნელი ზომებით უკმაყოფილოა. საუბარია მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვაზე. მან თავად ისურვა მედიასთან გასაუბრება და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„დღეს გამოსული ვიყავი ქალაქში. 12 საათამდე ვიარე, რაც დღეს ხდებოდა, არ გაქვთ ის კადრები ნანახი?! მთელ ქალაქში დავდიოდი და უბრალოდ ვნახე, ის რიგები იყო?! დღეს რატომ არ მიხედა ხელისუფლებამ? ყველგან არეულობა იყო და ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ერთი რამაა, რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო წინააღმდეგობას გრძნობს. ბევრი ხალხი შეგუებული იყო, რომ არ უნდა წასულიყო და ახლა ძალით აკეთებენ, რომ გამოვიდნენ?! კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?!“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია მართლმადიდებლურ ტაძრებში მრევლის მონაწილეობით გაიმართება. 17 აპრილიდან დაწესდა დამატებითი შეზღუდვები მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასა და დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე, თუმცა სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს, რომ ეს მათზე არ ვრცელდება.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვეა დაფიქსირდა – ჯამში 370. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ორ ათეულს გადააჭარბა: 14 აპრილს დაფიქსირდა 30 ახალი შემთხვევა, 30 დაფიქსირდა 16 აპრილსაც, 17–ში კი 30–ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგები აღდგომის ლიტურგიის შემდეგ, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ შინ დარჩენისა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაციას, ეპიდემიის აჩქარებას და მაისის დასაწყისში ათასობი ინფიცირებულის არსებობას პროგნოზირებენ.თავად საპატრიარქო ამ ეტაპზე ლიტურგიის ტრადიციული ფორმით ჩატარებაზე უარს ამბობს, თავად ხელისუფლება კი დისტანციის დაცვის შემთხვევაში მრევლისთვის, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და სამ კაცზე მეტის თავშეყრის აკრძალვისა, გამონაკლისს უშვებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, დაიცავენ თუ არა მოქალაქეები დისტანციას, მათ 9 საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში მოუწევთ ყოფნა, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ არც ვაქცინა და არც კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირება და შინ დარჩენაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S