Accentnews.ge
გიორგი მარგველაშვილი: „ნუ დავდგებით საღი აზრის მიღმა!”

გიორგი მარგველაშვილი: „ნუ დავდგებით საღი აზრის მიღმა!”

17/04/2020 11:36:44 საზოგადოება

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მცირერიცხოვანი ერის გადარჩენის საიდუმლო კრიზისთან ადაპტაციის უნარშია.

როგორც მატგველაშვილი "ტვიტერში" წერს, ახალი ტიპის კორონავირუსის კრიზისი მარტივ წესებს ადგენს:

"თავშეყრა - არა

ერთი ადამიანი - ერთი კოვზი

სოციალური დისტანცირება

ზრუნვა გაჭირვებულებზე

ეს მარტივი წესებია მეცნიერების და საღი აზრის ხმა,ნუ დავდგებით საღი აზრის მიღმა!”, - წერს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია მართლმადიდებლურ ტაძრებში მრევლის მონაწილეობით გაიმართება.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვეა დაფიქსირდა – ჯამში 370. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ორ ათეულს გადააჭარბა: 14 აპრილს დაფიქსირდა 30 ახალი შემთხვევა, 30 დაფიქსირდა 16 აპრილსაც, 17–ში კი 30–ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგები აღდგომის ლიტურგიის შემდეგ, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ შინ დარჩენისა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაციას, ეპიდემიის აჩქარებას და მაისის დასაწყისში ათასობი ინფიცირებულის არსებობას პროგნოზირებენ.თავად საპატრიარქო ამ ეტაპზე ლიტურგიის ტრადიციული ფორმით ჩატარებაზე უარს ამბობს, თავად ხელისუფლება კი დისტანციის დაცვის შემთხვევაში მრევლისთვის, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და სამ კაცზე მეტის თავშეყრის აკრძალვისა, გამონაკლისს უშვებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, დაიცავენ თუ არა მოქალაქეები დისტანციას, მათ 9 საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში მოუწევთ ყოფნა, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ არც ვაქცინა და არც კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირება და შინ დარჩენაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S