Accentnews.ge
რიგ სასულიერო პირებს არც პირბადეების გამოყენება სურთ

რიგ სასულიერო პირებს არც პირბადეების გამოყენება სურთ

17/04/2020 11:07:59 საზოგადოება

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის განცხადებით, სასულიერო პირებისთვის დახურულ სივრცეში პირბადის გაკეთება არ არის გათვალისწინებული.

„მინდა, ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები მიდიოდნენ, სრულიად შეუიარაღებლები დაინფიცირებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ და ძალიან ბევრი იღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რისკის ფაქტორი არსებობს, მრევლი და სამღვდელოება მოდის იმიტომ, რომ ამ ლოცვას ეპიდემიის აღმოფხვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთებას, ეს არ არის გათვალისწინებული იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან და ეს ნიშნავს რწმენის გარკვეული თვალსაზრისით სარწმუნოებრივ არასწორ დამოკიდებულებას და ამიტომ სასულიერო პირებს არა, თუმცა, ვინც სამღვდელოებას ემსახურება, იმათ აქვთ ეს პირბადეები“,-განაცხადა მეუფე დანიელმა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში კი სამღვდელოება ლოცვებს პირბადით აღავლენს. ასევე, პირბადეებით იქნებიან სტიქაროსნები და მგალობლები,– ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პირბადეები სავალდებულო იქნება მრევლისთვისაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სამ პირზე მეტის თავშეყრა აკრძალულია, თუმცა უკანასკნელი მონაცემებით, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება მაინც იგეგმება; ქვეყანაში 17 მაისიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა, თუმცა საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ; 17 აპრილიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S