Remdesivir-ის ცდის შედეგები: "პრეპარატის მიღების შემდეგ მძიმე ავადმყოფებიც კი 1 კვირაზე ნაკლებ დროში გამოჯანმრთელდნენ"
17/04/2020 10:19:03 საზოგადოება
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებიც კომპანია Gilead-ის პრეპარატ Remdesivir-ით გადიოდნენ მკურნალობას, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდნენ, – იუწყება CNN კომპანიაზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, იმ პაციენტების უმეტესობამ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კლინიკურ ცდებში, კლინიკები რამდენიმე დღეში დატოვეს.
კლინიკურ ცდაში მონაწილე პაციენტებს აღენიშნებოდათ მძიმე რესპირატორული სიმპტომები, მათ შორის ცხელება და სუნთქვის უკმარისობა, თუმცა Remdesivir-ით მკურნალობით დაწყებიდან 1 კვირაზე უფრო ნაკლებ დროში, მათ საავადმყოფოს დატოვება შეძლეს.
ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 146 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 100 000–ს გადააჭარბა, 554 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 79 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


