BIIMO –ს პერფორმანსი "მსხვერპლშეწირვა - ძალაუფლების დემონსტრირება"
17/04/2020 09:39:03 საზოგადოება
BIIMO–მ რიგ სასულიერო პირების ქმედებები პერფორმანსით გააპროტესტა.
ინფორმაციისთვის: BIIMO ანონიმური მულტიმედია არტისტის პროექტია, ხოლო მიზანი მოვლენების კრიტიკული შეფასებით ადამიანების კომფორტის ზონიდან გამოყვანაა.
„ახალი Covid 19-ის მასიური გავრცელების, ადამიანთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკის მიუხედავად, ეკლესიამ უარი თქვა ღვთისმსახურების შეჩერებასა და ზიარების წესის ცვლილებაზე.ასევე, საქართველოს საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაემორჩილოს კანონს და აღდგომას, 19 აპრილის ღამეს, მრევლს ტაძარში მისვლისკენ მოუწოდებს.ადამიანების დაინფიცირების რისკს ეკლესია სრულიად აცნობიერებს, მაგრამ საკუთარი მრევლის მსხვერპლად შეწირვის გზით ძალაუფლების დემონსტრირებას და მის შენარჩუნებას ამჯონიბებს.
ეს პერფომანსი ეძღვნება მღვდლებს, რომლებიც იბრძვიან არა ადამიანის სულის და სიცოცხლის გადასარჩენად, არამედ პირადი ძალაუფლების და სიმდიდრის მოსახვეჭად!“,– განმარტავს BIIMO.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვეა დაფიქსირდა – ჯამში 370. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ორ ათეულს გადააჭარბა: 14 აპრილს დაფიქსირდა 30 ახალი შემთხვევა, 30 დაფიქსირდა 16 აპრილსაც, 17–ში კი 30–ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგები აღდგომის ლიტურგიის შემდეგ, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ შინ დარჩენისა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაციას, ეპიდემიის აჩქარებას და მაისის დასაწყისში ათასობი ინფიცირებულის არსებობას პროგნოზირებენ.თავად საპატრიარქო ამ ეტაპზე ლიტურგიის ტრადიციული ფორმით ჩატარებაზე უარს ამბობს, თავად ხელისუფლება კი დისტანციის დაცვის შემთხვევაში მრევლისთვის, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და სამ კაცზე მეტის თავშეყრის აკრძალვისა, გამონაკლისს უშვებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, დაიცავენ თუ არა მოქალაქეები დისტანციას, მათ 9 საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში მოუწევთ ყოფნა, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ არც ვაქცინა და არც კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირება და შინ დარჩენაა.


