კორონავირუსი კიდევ ერთ სასულიერო პირს დაუდასტურდა
17/04/2020 09:04:24 საზოგადოება
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი ტიპის კორონავირუსით ამ დროისთვის სულ მედპერსონალის ხუთი წარმომადგენელია ინფიცირებული, ასევე კორონავიურსი გამოუვლინდა ერთ სასულიერო პირს,– ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
„მე პერიოდულად გაწვდიდით ინფორმაციას და ინფიცირებულებიდან დღევანდელი სტატისტიკით ხუთი მედპერსონალია, დანარჩენი უმრავლეს შემთხვევაში არიან ოჯახის წევრები. თუმცა არის კიდევ ორი ფაქტი, მათ შორის ერთი – სასულიერო პირთან დადასტურებული შემთხვევა",– განაცხადა რეხვიაშვილმა.
ირკვევა, რომ ინფიცირებულია ბოლნისის სიონში მოღვაწე სასულიერო პირი, თუმცა როგორც რეხვიაშვილი აცხადებს, ტაძარში წირვა–ლოცვა მრევლის გარეშე ტარდებოდა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ინფიცირებულს – მუნიციპალიტეტის თანამშრომელს, რეხვიაშვილის თქმით, ის თვითზიოლაციაში იმყოფებოდა.


