Accentnews.ge
"80 ინფიცირებულიდან 47 პაციენტს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე  უკმარისობა აღენიშნება"

"80 ინფიცირებულიდან 47 პაციენტს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე  უკმარისობა აღენიშნება"

17/04/2020 08:28:05 საზოგადოება

"80 ინფიცირებულიდან 47 პაციენტს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნება", – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი, აქედან არის 80 კოვიდინფიცირებული შემთხვევა. გვაყვს, ასევე, 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 5 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი იმყოფებიან ნაზალურ CPAP ვენტილაციაზე. 47 შემთხვევაში გვაქვს კოვიდინფიცირებით გამოწვეული მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გვყავს 3 მოზარდი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. დღეს კლინიკაში იგეგმება 2 ათეული ტესტის ჩატარება. იმედია, ყველა პასუხი უარყოფითი იქნება და განმეორებითი ტესტის ჩატარებისას, ხვალ დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S