Accentnews.ge
"ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდა გვაქვს"

"ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდა გვაქვს"

17/04/2020 08:21:32 საზოგადოება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში გვაქვს სამწუხაროდ მასშტაბური ზრდა დაავადების გავრცელების. ეს არის 19 დადასტურებული ფაქტი და მათ შორის ძირითადად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების კლასტერიდან ოჯახის წევრები და, არა მარტო. ასევე არის ერთი დადასტურებული ფაქტი ამ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ექთნის, რომელიც 10 დღის ერიოდში იყო დაკვირვების ქვეშ, თუმცა ბოლო კვლევით დაავადება დაუდასტურდა, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება:

„შესაბამისად, ვიღებთ ზომებს და ბუნებრივია, ეს ზომები არის გამკაცრების. მთლიანად რეგიონში არის უკვე 70 ფაქტი, ცხრა ფაქტია გამოჯანმრთელების და სამწუხაროდ, ერთი გარდაცვალება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S