Accentnews.ge
"ამ დროისთვის ჩვენს ცენტრში 6 ინფიცირებული ბავშვია, ყველა ქობულეთის კლასტერია"

"ამ დროისთვის ჩვენს ცენტრში 6 ინფიცირებული ბავშვია, ყველა ქობულეთის კლასტერია"

17/04/2020 07:23:05 საზოგადოება

"წუხელ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი, 6 წლის ბავშვი დაგვემატა", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ბავშვი ქობულეთის წყაროდან ერთ-ერთ ოჯახის წევრია.

"ამ დროისთვის ჩვენ დადასტურებული 39 პაციენტი გვიწევს, გუშინ 38 გვყავდა და გვიან ღამით ერთი პაციენტი, 6 წლის ბავშვი შემოგვემატა. ჩვენს ცენტრში 6 ბავშვი მკურნალობს, მათი მდგომარეობა რთული არ არის. ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქობულეთის კლასტერია", – განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S