Accentnews.ge
„გთხოვთ, დავრჩეთ სახლში, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან!“

„გთხოვთ, დავრჩეთ სახლში, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან!“

17/04/2020 06:52:51 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია საზოგადოებას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

„გამკაცრდა ღონისძიებები და ამ გამკაცრებას ის იწვევს, რომ შიდაგავრცელება თითქოს აქტიურ ფაზაში შევიდა. ეს „თითქოს“ რომ არ გამყარდეს და შევინარჩუნოთ ზომიერი, კონტროლირებადი მატება, აუციელებელია, ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს დავემორჩილოთ. ყველას გთხოვთ, დავრჩეთ სახლში! ეს ყველას გვეხება. ჩემი დაწესებულება მესამე თვეა, ასეთ მდგომარეობაშია. მე და ჩემი თანამშრომლები მესამე თვეა, ძირითადად ცენტრში ვცხოვრობთ. ჩვენი ცხოვრების წესია მხოლოდ სამსახური და გარკვეულ პერიოდში, ვისაც შეგვიძლია, სახლში წასვლა. შეიძლება, ძალიან რთული იყოს, რომ დავრჩეთ სხლში, მაგრამ უნდა დავრჩეთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხლდეთ, ერთმანეთს სიცოცხლე ვაჩუქოთ და ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან, ხვალ ნათელი და კარგი მომავალი გვქონდეს“,– განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვეა დაფიქსირდა – ჯამში 370. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ორ ათეულს გადააჭარბა: 14 აპრილს დაფიქსირდა 30 ახალი შემთხვევა, 30 დაფიქსირდა 16 აპრილსაც, 17–ში კი 30–ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგები აღდგომის ლიტურგიის შემდეგ, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ შინ დარჩენისა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაციას, ეპიდემიის აჩქარებას და მაისის დასაწყისში ათასობი ინფიცირებულის არსებობას პროგნოზირებენ.თავად საპატრიარქო ამ ეტაპზე ლიტურგიის ტრადიციული ფორმით ჩატარებაზე უარს ამბობს, თავად ხელისუფლება კი დისტანციის დაცვის შემთხვევაში მრევლისთვის, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და სამ კაცზე მეტის თავშეყრის აკრძალვისა, გამონაკლისს უშვებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, დაიცავენ თუ არა მოქალაქეები დისტანციას, მათ 9 საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში მოუწევთ ყოფნა, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ არც ვაქცინა და არც კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირება და შინ დარჩენაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S