Accentnews.ge
"როდესაც ადამიანები იხოცებიან, რომელი ეკლესიის ავტორიტეტზე შეიძლება, ვილაპარაკოთ?!"

"როდესაც ადამიანები იხოცებიან, რომელი ეკლესიის ავტორიტეტზე შეიძლება, ვილაპარაკოთ?!"

17/04/2020 06:42:19 საზოგადოება

როდესაც ადამიანები იხოცებიან, რომელი ეკლესიის ავტორიტეტზე შეიძლება, ვილაპარაკოთ, თუ ადამიანები ხელიდან უნდა გამოგვეცალონ, რად გვინდა ან ავტორიტეტი, - ამის შესახებ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„არ ვფიქრობ ავტორიტეტზე, ვფიქრობ, როგორ ვუშველოთ ხალხს. ექნება ეკლესიას ავტორიტეტი, გააგძელებს ცხოვრებას, არ ექნება, მაინც გააგრძელებს. ავტორიტეტზე გამოკიდება არ არის სწორი. ქრისტეს ავტორიტეტზე გამოკიდების სურვილი რომ ჰქონოდა, ჯვარზე კი არ გაეკვრებოდა“, - აღნიშნა მამა ალექსანდრე გალდავამ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვეა დაფიქსირდა – ჯამში 370. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ორ ათეულს გადააჭარბა: 14 აპრილს დაფიქსირდა 30 ახალი შემთხვევა, 30 დაფიქსირდა 16 აპრილსაც, 17–ში კი 30–ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგები აღდგომის ლიტურგიის შემდეგ, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ შინ დარჩენისა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაციას, ეპიდემიის აჩქარებას და მაისის დასაწყისში ათასობი ინფიცირებულის არსებობას პროგნოზირებენ.თავად საპატრიარქო ამ ეტაპზე ლიტურგიის ტრადიციული ფორმით ჩატარებაზე უარს ამბობს, თავად ხელისუფლება კი დისტანციის დაცვის შემთხვევაში მრევლისთვის, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და სამ კაცზე მეტის თავშეყრის აკრძალვისა, გამონაკლისს უშვებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, დაიცავენ თუ არა მოქალაქეები დისტანციას, მათ 9 საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში მოუწევთ ყოფნა, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ არც ვაქცინა და არც კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირება და შინ დარჩენაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S