Accentnews.ge
ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან, 5 მედპერსონალია

ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან, 5 მედპერსონალია

16/04/2020 20:33:37 საზოგადოება

ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან, 5 მედპერსონალია. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ სამედიცინო კლინიკაში მოხდა მედიკოსების ინფიცირება და უკავშირდება თუ არა ეს ქობულეთის "კლასტერს".

„ისინი დიდი ხანია, იმყოფებიან იზოლაციაში. არ დავასახელებ და დავაკონკრეტებ. ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახები და ამან შეიძლება, გამოიწვიოს უფრო მეტი სტრესი“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ყველა ინფიცირებული კლინიკა „მედალფაშია“ გადაყვანილი, სადაც პაციენტთა რაოდენობამ უკვე 37-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 348 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 76 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S