Accentnews.ge
"უკვე ძალიან ბევრი დაინფიცირებულია, რომლის შესახებ ჩვენ არ ვიცით, მოერიდეთ ოჯახის წევრებსაც"

"უკვე ძალიან ბევრი დაინფიცირებულია, რომლის შესახებ ჩვენ არ ვიცით, მოერიდეთ ოჯახის წევრებსაც"

16/04/2020 17:51:40 საზოგადოება

"უკვე ძალიან ბევრი დაინფიცირებულია, რომლის შესახებ ჩვენ არ ვიცით, მოერიდეთ ოჯახის წევრებსაც", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არის შემთხვევები, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ეს არ არის ცოტა. ისინი ჩვენს გვერდით არიან და ისინი ჩვენ შეიძლება ყველგან შეგვხვდნენ. ამიტომ დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხვდება თავისი ოჯახის გარეთ, ნებისმიერ სხვა სივრცეში ბევრ ადამიანს, უკვე წარმოადგენს საფრთხეს. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი შეიძლება იყვნენ გადამდები. აქედან გამომდინარე, დღეს აუცილებელი ხდება მოვერიდოთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა, უნდა მოვერიდოთ ერთმანეთს! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა, ვინც აუცილებელ სამსახურში არიან, უნდა გააგრძელონ სამსახური, მაგრამ, როდესაც ისინი ოჯახებში ბრუდებიან, უნდა მოერიდონ თავისი ოჯახის წევრებს. ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს, ეს არის სოციალური დისტანცირება. სხვა გზა არ არის, სხვანაირად ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ! ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 348 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 76 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S