თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა
16/04/2020 19:13:12 საზოგადოება
ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარდასაჭერად თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა.
„ვებრძოლოთ პანდემიას საერთო ძალისხმევით! ერთად გავიმარჯვებთ!“, - ამ მესიჯს საქართველო აზერბაიჯანელ ხალხს უგზავნის.
საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დროშების ფერებში გაანათა.


