Accentnews.ge
"ქვეყანაში ეპიდემიის განვითარების სცენარი ახლა მრევლის ხელშია"

"ქვეყანაში ეპიდემიის განვითარების სცენარი ახლა მრევლის ხელშია"

16/04/2020 19:22:11 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი ახლა მრევლის ხელშია.

„ამ ეტაპზე, გვჭირდება, რომ კლინიკებში შემოვიდეს ნაკლები პაციენტი, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე და უახლოესი სამი დღის განმავლობაში უპირველესად მრევლზე; მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი. ასეთი ფორმულირებით არასოდეს მითქვამს და მგონი, არც სხვებს უთქვამთ, რომ დიახ, ახლა მრევლის ხელშია ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის განვითარების სცენარი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S