Accentnews.ge
სომხეთის მოქალაქეები გაერთიანებული საამიროებიდან სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდებიან

სომხეთის მოქალაქეები გაერთიანებული საამიროებიდან სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდებიან

16/04/2020 17:27:46 საზოგადოება

სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყვნენ ჩარჩენილები, სამშობლოში საქართველოს დახმარებით დაბრუნდებიან, - ამის შესახებ სომხური მედია საქართველოში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება.

მისივე ცნობით, კომპანია «Fly Dubai» საქართველოს მოქალაქეებისთვის დუბაი-თბილისის რეისის განხორციელებას გეგმავს და სომხეთის საელჩოს შუამდგომლობით იმავე რეისით საამიროებიდან ევაკუირებულები იქნებიან სომხეთის მოქალაქეებიც. მედიის ცნობით, რეისი 21 აპრილისთვისაა დაგეგმილი. სომხეთის მოქალაქეებს თბილისის აეროპორტიდან ერევანში ავტობუსებით გადაიყვანენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S