16 აპრილს კორონავირუსის უკვე 12 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
16/04/2020 17:07:32 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 348–მდე გაიზარდა. ამდენად, 16 აპრილის 10:00 საათის შემდეგ ქვეყანაში 12 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.
მთავრობის პრეს–სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქვეყანაში ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება დაწყებულია და მთავრობა ზომებს ამკაცრებს, ვინაიდან ქვეყანაში ხალხმრავლობა, გადაადგილება კიდევ შეინიშნება.
ახალი შეზღუდვების მიხედვით,17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით ტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს და სადისტრიბუციო მანქანებს. ქვეყანაში იმუშავებს სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.


