Accentnews.ge
17 აპრილს 12:00 საათიდან ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება

17 აპრილს 12:00 საათიდან ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება

16/04/2020 16:56:58 საზოგადოება

17 აპრილს 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება, – განაცხადა მთავრობის პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ჩიქოვანის თქმით, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და სადისტრიბუციო მანქანებზე, მუშაობას აგრძელებენ აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები.

"შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ასევე, მუშაობას აგრძელებს ე.წ. დელივერების სერვისები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, პასუხისმგებლობა ფიზიკურ პირებს დაეკისრებათ, რაც 15 000 ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

"იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომაროების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემილოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამწვავება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა და გაუფრთხლიდით როგორც საკუთარ ასევე, სხვის ჯანმრთელობას, დარჩით სახლში,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა..

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S