Accentnews.ge
საპატრიარქო – ახალ ინფიცირებულზე: „გადამეტებულია მეუფე შიოს გარემოცვაზე საუბარი“

საპატრიარქო – ახალ ინფიცირებულზე: „გადამეტებულია მეუფე შიოს გარემოცვაზე საუბარი“

16/04/2020 16:48:38 საზოგადოება

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ერთ–ერთი პატრიარქის თანამოსაყრდნის, მეუფე შიოს გარემოცვიდანაა.

„მითხრეს დღეს, თუმცა დაზუსტებით არ ვიცი. გადამეტებულია, მეუფე შიოს გარემოცვაზე საუბარი – ის არის საპასტრიქრქოს საავადმყოფოს თანამშრომელი, რომელიც დროდარო საპატრიაექოში მოდიოდა – დახმარებას უწევდა ერთ–ერთ სამსახურს. ბოლო თვეა, არც ყოფილა საპატრიარქოში“,– განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის 340 შემთხვევა დასტურდება, მათგან 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S