„ვითარება ყოველ დღე იცვლება და შესაძლებელია, გუშინ მიღებული ზომები დღეისთვის ადეკვატური აღარ იყოს“
16/04/2020 16:16:28 საზოგადოება
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ საარდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიცვალოს – გაიცეს დამატებითი რეკომენდაციები და გამკაცრდეს.
მისი თქმით, ვითარება ყოველდღიურად იცვლება, ექიმების ტონი კი 15 აპრილის შემდეგ უფრო კატეგორიული გახდა.
„სრულად ვიზიარებ [დაავადებათა კონტროლის ცენტრის პათოსს]. გარდა ამისა, ნაცნობი ექიმები მწერენ და გაცილებით დეტალებში აღმიწერენ ვითარების სიმძიმეს, ვითარება ყოველ დღე იცვლება და შესაძლებელია, გუშინ მიღებული ზომები დღეისვის ადეკვატური აღარ იყოს. ამას ვხედავთ. თავად ექიმების პათოსიც შეიცვალა და მოსახლეობისგან უფრო და უფრო კატეგორიულად მოითხოვენ, რომ თავი შეიკაონ თავყრილობებისაგან.
გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ეხებოდა მცხეთა–თბილისს , სხვა ეპარქიებში მღვდელმთავრებს თავიანთი შეხედულებისამებრ შეუძლიათ, განსაზღვრონ და მიიღონ გადაწყვეტილებები თუ როგორ ჩატარდეს ღვთისმსახურება – ასეც გააკეთა რამდენიმე ეპარქიამ. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკაონ ეკლესიაში მოსვლისგან. ესენი არიან ხალხი, რომლებიც იშვიათად მოდიან ეკლესიაში, გავაფრთხილეთ ის ხალხი, რომელსაც რაიმე სინდრომი აქვს, თავადაა რისკის ჯგუფში, ან სახლში ჰყავს მსგავსი ადამიანი. ვფიქრობ, წელს ამ გაფრთხილებებს მრევლის დიდი ნაწილი გაითვალისწინებს და დაიცავს რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენი ღრმადპატოვცემული ექიმები გასცემენ“,– განაცხადა ჯაღმაიძემ "ტვ პირველის" ეთერში.
ის სასულიერო პირებს მოუწოდებს, უკვე გაცემული რეკომენდაციები მკაცრად იქნეს დაცული: დაიცვან დიასტანცია და იხმარომ სადეზინფექციო ხსნარები, მრევლს კი შეახსენებს, რომ ექიმების რესურსი უსასრულო არ არის და ამ რესურს უნდა გავიფრთხილდეთ.
"ტაძარში არ მოხვალთ და ღმერთს უღალატებ, ეს მიმართვა სწორი არაა. სწორი ზომიერების პოვნაა",– დასძინა ჯაღმაიძემ.


